„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს

„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგად მარიხუანა ამოიღეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია „გირჩის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა გამართა.

მისი თქმით, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს. 

ამასთან, თემურ ცამციშვილის თქმით, პოლიციელები სასულიერო პირს "დამცინავად მოეპყრნენ“. 

პრესკონფერენციას თავად მამა გიორგიც ესწრებოდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი პირადი ნივთებიც წაიღეს. ასევე მისი თქმით, პოლიციელები საეკლესიო ნივთებს „დამცინავად მოეპყრნენ“.

„მომხადეს საეკლესიო ქუდი და თავად დაიხურეს ჩხრეკის დროს“, - განაცხადა მამა გიორგიმ.