უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ თებერვალში აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება.
„მოხარულნი ვართ, რომ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს აშშ-ში ორივე პარტიის მხრიდან“, - განაცხადა პოროშენკომ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ეფექტური იქნება“, - აღნიშნა მან.
პოროშენკოს განცხადებით, თებერვალში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა.
„შეხვედრა ტრამპთან დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.