„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე - ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე - ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე - ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება. 
 ხვალ დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომელიც აღნიშნულ პოსტებზე ნიკა მელიასა და ზაზა ბიბილაშვილს აირჩევს. 
”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.