პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად რომან გოცირიძემ დაუდასტურა. 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სიას წარადგენენ, რათა ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდეს მისი დამტკიცება.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია 6 წევრისგან დაკომპლექტდება. ესენი არიან - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.