ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ახალ მცდელობებს

ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ახალ მცდელობებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის მხრიდან ევროპაში არჩევნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობებს ელოდება.

„რუსეთი პრეზიდენტ პუტინის ძალაუფლების პირობებში ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა არაფრად აქციოს ევროპული პროექტი“, - განაცხადა ბაიდენმა დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ახალ მცდელობებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ამის მიზანი ერთია: ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის განადგურება“, - დასძინა ბაიდენმა.