ირმა ქავთარაძემ მწვანე კლიმატის ფონდისთვის ,,მზაობის მხარდამჭერი პროგრამა“ პრეზენტაცია გამართა

ირმა ქავთარაძემ მწვანე კლიმატის ფონდისთვის ,,მზაობის მხარდამჭერი პროგრამა“ პრეზენტაცია გამართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით სასტუმროში ,,თბილისი მარიოტი“ მწვანე კლიმატის ფონდისთვის “მზაობის მხარდამჭერი პროგრამის” (Readiness support programme) პრეზენტაცია გაიმართა.

კლიმატის ცვლილების ექსპერტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპმა მიმართეს.

შეხვედრაზე განხილული იყო ფონდის რესურსებზე საჯარო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობის საკითხები.

მწვანე კლიმატის ფონდი 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 (COP16) კონფერენციაზე შეიქმნა, როგორც კონვენციის და უშუალოდ პარიზის შეთანხმების მთავარი ფინანსური ორგანიზაცია.

ფონდი  განვითარებული ქვეყნებიდან ფინანსების მობილიზებას  ახდენს, რათა  განვითარებად ქვეყნებში დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი პროექტები და პროგრამები დააფინანსოს.