დავით სერგეენკო:   სამინისტრო ერთ-ერთ დიდ კლინიკას ეზოს მოწესრიგებას სთხოვს, რასაც არ აკეთებს

დავით სერგეენკო: სამინისტრო ერთ-ერთ დიდ კლინიკას ეზოს მოწესრიგებას სთხოვს, რასაც არ აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ დიდ კლინიკურ გაერთიანებას თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში სთხოვს, ეზო მოაწესრიგოს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ამას ვერ მოახერხებენ, - ამის შესახებ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს აჩვენებს კლინიკების მხრიდან სახელწმიფოსადმი დამოკიდებულებას.

”ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანების ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგოს და სამედიცინო ნარჩენები არ ეყაროს, თუმცა მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე და ეს როგორ მოვახერხოთო? მაგრამ, სამაგიეროდ, შესასვლელში არის შლაგბაუმი, რომელიც ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში, მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმის შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორია თითქოსდა არ აქვთ განაწილებული. ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ეს აჩვენებს დამოკიდებულებას კლინიკების მხრიდან სახელმწიფოსადმი”, - აღნიშნა სერგეენკომ.