NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65 % მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65 % მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 65 % მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 

56 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება. 48 % აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს . ასევე 48 % მიიჩნევს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.