NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 

კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% - არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.