NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 40 % აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. გამოკითხულთა 22 %-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 

ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 10 % „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 3 % - „პატრიოტთა ალიანსს“ და ასევე 3% „თავისუფალ დემოკრატებს“.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%_ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.