NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოზე უკეთესად იმუშავებს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოზე უკეთესად იმუშავებს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა პარლამენტი. გამოკითხულთა 30 %-ის აზრით, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8 % ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე წინა.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.