NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2012 წლისა და 2016 წლის არჩევნების პერიოდში ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2012 წლისა და 2016 წლის არჩევნების პერიოდში ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 47 % ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბრისა და 2016 წლის არჩევნების პერიოდში ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. 

გამოკითხულთა 17 % მიიჩნებს, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2016 წლის არჩევნების დროს. 10% კი აცხადებს, რომ ზეწოლა თანაბარი იყო. 11%-ის აზრით, 2016 წლის არჩევნებზე მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2012 წელს. 

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.