დავით კირკიტაძე - მოსაზრება, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას განიცდის, მცდარია

დავით კირკიტაძე - მოსაზრება, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას განიცდის, მცდარია

ნიკა მელია ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 
მისი თქმით, პარტიაში ბევრი ახალი სახეც გამოჩნდება, რომლებმაც თავიანთი მიმართულებით წარმატებებს მიაღწიეს. კირკიტაძის განცხადებით, მოსაზრება, რომ პარტია ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას განიცდის, მცდარია. 

” არ მგონია ვინმეს გართულება ჰქონდეს ზაზა ბიბილაშვილის, სალომე სამადაშვილის, რომან გოცირიძის და უამრავი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თქვენ იხილავთ ”ნაციონალურ მოძრაობაში”. ესენი არიან ადამიანები, იმ ახალ ხალხთან ერთად, რომლებიც დრომ გამოსცადა და კონკრეტულ მიმართულებებზე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას. ”ნაციონალური მოძრაობა” ხშირად დაუტოვებია პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, თუმცა არანაკლები შევსება მიუღია. რაც შეეხება ნიკა მელიას, გეტყვით, რომ ნიკა მელია აუცილებლად იქნება პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.