ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე მარტინ შულცი იტალიელმა ანტონიო ტაიანიმ შეცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე მარტინ შულცი იტალიელმა ანტონიო ტაიანიმ შეცვალა

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად იტალიელი ანტონიო ტაიანი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. 

63 წლის ტაიანი წარსულში სილვიო ბერლუსკონის სპიკერისა და ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა. ის ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანელ მარტინ შულცს ჩაანაცვლებს. 

ხმის მიცემის პროცედურა ოთხ ეტაპად ჩატარდა. მან 351 ხმა მიიღო. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ტაიანის გარდა კიდევ 5 კანდიდატი აცხადებდა.