გიგი უგულავა - მეჩვენება, რომ მიშა გადასულია საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე

გიგი უგულავა - მეჩვენება, რომ მიშა გადასულია საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე

რანაირად არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი, ამის პრეტენზია არ ჰქონია ილია ჭავჭავაძესაც კი და გუშინდელი საუბრიდან გამოვიდა, რომ ერთადერთი იდეა არის ერთი კონკრეტული ადამიანი, შინაარსისგან დაცლილი, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სამაუწყებლო კომპანია ”რუთავი2”-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. უგულავას განცხადებით, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ.

”მეჩვენება, რომ მიშა გადასულია საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე, რომელსაც არანაირი კავშირი აღარ აქვს ხალხზე ზრუნვასთან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ იდეა არ არის არც ევროპული საქართველო, არც ძლიერი კეთილდღეობა, ადამიანების კეთილდღეობა, ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. რანაირად არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი, ამის პრეტენზია არ ჰქონია ილია ჭავჭავაძესაც კი და გუშინდელი საუბრიდან გამოვიდა, რომ ერთადერთი იდეა არის ერთი კონკრეტული ადამიანი, შინაარსისგან დაცლილი. 
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებს. როგორ შეიძლებოდა გამარჯვების ზეიმი ოფისის დაბრუნებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერსად ვერაფერს იმარჯვებ და ამას აღნიშნავ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.