„ნაცმოძრაობის

„ნაცმოძრაობის" წევრების მიერ გამართულ აქციას კომპანია „ზიმო“გამოეხმაურა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას კომპანია „ზიმოს“ ინჟინერი ირაკლი შანავა გამოეხმაურა. ირაკლი შანავას განცხადებით, ციხისძირში, სადაც ამ დროისათვის ასწლოვანი ხეების ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აშენდეს და კომპნაია „ზიმო“ სამშენებლო მოედანს აწყობს.

„ეს არის „ბიზნეს დეველოპმენტის“ მფლობელობაში, რომელმაც კომპანია „ზიმოსთან“ ერთად გააფორმა ხელშეკრულება. აქ უნდა აშენდეს სასტუმრო და ვუკეთებთ გზას და ვამზადებთ სამშენებლო მოედანს. სწორედ ეს ხეეები ამიტომ არის აქედან გასატანი“, - განაცხადა კომპანია „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ციხისძირიდან დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გამართეს. თუ ხეების გადატანის პროცესი არ შეჩერდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.