„ნაციონალური მოძრაობის

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ციხისძირიდან ხეების გადატანა გააპროტესტეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ციხისძირში საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა აჭარიდან გურიაში ასწლოვანი ხეების გადატანა გააპროტესტეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ციხისძირში ხეებზე სიმბოლურად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები დაამაგრეს. როგორც აქციის მონაწილე რევაზ ხარაზი აცხადებს, თუ ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას არ შეაჩერებს, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

"ბიძინა ივანიშვილი მშვიდობიანად მოვიდა ხელისუფლებაში და ხედავთ რასაც აკეთებს, ხეებს თხრის და მიაქვს. რჩება უამრავი მოუგვარებელი პრობლემა,რომელიც მივაკარით ხეზე. ჩვენ აქ ყოველდღიურად მოვალთ და გავმართავთ აქციებს", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი.