მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და უგულავა ბოკერიას ფრთას შორის წყალგამყოფი არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის

მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და უგულავა ბოკერიას ფრთას შორის წყალგამყოფი არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის

მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და უგულავა-ბოკერიას ფრთას შორის ჯერჯერობით წყალგამყოფი არსად არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში, ვოლსკი აცხადებს, რომ ექს-პრეზეიდენტი მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორია ქვეყნისთვის.

”მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო იმ ადამიანებს, ვინც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, მის პოლიტიკას და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მე მათ წინაშეც ვალდებულება მაქვს და ეს ვალდებულება უნდა შევასრულო. არ ვიცი და ვერ გეტყვით, რომ მას რაღაცა განსაზღვრული მისია აქვს დაკისრებული, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოტიპი სააკაშვილი განაპირობებს იმას, რომ საქართველოში შეიძლება მოკლევადიანი წარმატებული პერიოდი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორია ქვეყნისთვის”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას ფაქტორს, დეპუტატის თქმით, „ამ ფიგურებს შორის მისთვის განსხვავება არ არის“.

”წყალგამყოფი ამათ შორის არის ის, რომ სააკაშვილი რევოლუციური გზისკენ მოუწოდებს. არ ეშვება ამას მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ ვენა, ყველა ეუბნება, რომ არ შეიძლება ასე. ახალი ცხელი წერტილის შექმნა არ შეიძლება, ისედაც ბევრი საგარეო გამოწვევის ფონზე. ეუგულავა-ბოკერიას ფრთა ცდილობს წყალგამგყოფი გააკეთონ, რომ ისინი არიან ინტელექტუალები, რომლებიც ”ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდება პარლამენტში. სინამდვილეში ორივე ეჯიბრება ერთმანეთს, ვინ უფრო მაგრად გალანძღავს ბიძინა ივანიშვილს და ვინ უფრო ჩაგვდებს მიწაში. თითქოს უგულავა-ბოკერიას იდეა უფრო პროგრესულად ჟღერს დასავლეთისთვის, მაგრამ ჩემთვის რიტორიკის გარდა არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით, ეს წყალგამყოფი არსად არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.