პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში

პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში

პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში გენერალი დევიდ პეტრეუსი საუბრობს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატებს შორის იყო დასახელებული.

”ამერიკის ხმა” დაინტერესდა გენერალისგან, შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ?

„ტრამპის მიერ შერჩეული ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები გარკვევით თანხმდებიან იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი მტერია და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე - ყირიმში და დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში; აშენებს ავიაბაზას ბელორუსში; 1500 ჯარისკაცი ჰყავს მოლდოვაში.

რუსეთის პერიფერიებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენების მცდელობას, რისთვისაც ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსაც იყენებს“ , - ამბობს დევიდ პეტრეუსი ინტერვიუში.