ისევე როგორც ნებისმიერ საკითხს, ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ისევე როგორც ნებისმიერ საკითხს, ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ისევე როგორც ნებისმიერ საკითხს, ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც რევაზ არველაძემ აღნიშნა, ეს არის მისი პირადი მოსაზრება.

„ეს არის პირადად ჩემი აზრი, არ იფიქროთ, რომ ჩვენ ეს საკითხი სპეციალურად განხილული გვაქვს და ვიღაც გვეუბნება - ასე თქვით, ან ისე თქვით. ისე როგორც ნებისმიერ საკითხს, ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთი მხრივ, კარგია, რომ ევროპა თავის კარს გიღებს და მობრძანდითო 180 დღის, 90 დღის და ა.შ. განმავლობაში. ეს ძირითადში ტურისტული ამბავია, მაგრამ დახურული როცა იყო, მაშინ სარგებლობდა ხალხი და ამითაც ალბათ ისარგებლებს, ზოგიერთი დაუსაქმებელი შეიძლება წავიდეს, ეს უარყოფითი იქნება საქართველოსთვის. მაგრამ ის, რომ ევროპამ კარი გააღო, ეს ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს,რომ საქართველო ნაკლები რისკის ქვეყანაა. საქართველოში შემოსვლა და ინვესტიციების შემოტანა, უკვე აღარ არის დაკავშირებული იმასთან, რომ შეიძლება დაიკარგოს ჩადებული ფული და ა.შ. ვფიქრობ, რომ მაისი-ივნისიდან ეს საბოლოოდ უნდა ამოქმედდეს”, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

მან ასევე განმარტა თუ რას გულისხმობდა უარყოფით მხარეებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა საკითხს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

”გამორიცხული არ არის, რომ მე თუ რაღაც მიჭირს, წავიდე და 180 დღე კი არა, მეტი ხანი დავრჩე. საქართველოდან მოსახლეობის გასვლა კარგი არ იქნება, თუ ეს ასე მოხდა. თუმცა, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება”, - განაცხადა რევაზ არველაძემ.