საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა. ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების სახელწოდებებიც. 

21 იანვარს, 11:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს პარლამენტის შენობაში, გაიმართება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა დანიშნულია 23 იანვარს. კომისიის წევრები ამ დღეს 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ.

27 იანვარს, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე კი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ხოლო 28 იანვარს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ოთხივე სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება.