სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სტამბოლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ახალი წლის ღამეს, კლუბ „რეინაში“ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება ედებათ. 
ერთ -ერთი მათგანი აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც ესენიურტის რაიონში მეგობრის სახლში იმალებოდა. მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელი იანვრის ღამეს მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 50 -მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და დაკავებულიც სავარაუდოდ, ტერორისტთა რიგებშია.