თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ახალ წელს ღამის კლუბში ტერორისტულ აქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“. 

თურქი სამართალდამცველების ოპერაცია ქალაქ იზმირში ჩატარდა, სადაც ოთხ სხვადასხვა ადგილას 20 ადამიანი დააკავეს, აქედან 11 ქალია. 

დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლში ტერორისტული აქტის ჩამდენის ვინაობა დადგენილია, თუმცა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუმჟღავნებია.