გიორგი კირთაძე - სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი მოწყვეტილია იმ განწყობას, რაც პარტიის მხარდამჭერებშია

გიორგი კირთაძე - სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი მოწყვეტილია იმ განწყობას, რაც პარტიის მხარდამჭერებშია

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი მოწყვეტილია იმ განწყობებს, რაც პარტიის მხარდამჭერებში არის, - ასე გამოეხმაურა სერგო რატიანის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე. 
მისი თქმით, 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა აუცილებლად ჩატარდება და მის არალეგიტიმურობაზე საუბარი უადგილოა. 

„პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს. 20 იანვარს ყრილობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს 2016 წლის 30 ნოემბერს გადაწყვიტა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ და შესაბამისად, ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბარი, მე, ვფიქრობ უადგილოა“,- აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გიორგი კირთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. სერგო რატიანი წერს, რომ ყრილობის საორგანიზაციო პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს და ის ლეგიტიმური ვერ იქნება.