ზაალ ანჯაფარიძე - კითხვები დაისვა თუ როგორ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენებისგან, რაზეც პასუხი მიიღეს

ზაალ ანჯაფარიძე - კითხვები დაისვა თუ როგორ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენებისგან, რაზეც პასუხი მიიღეს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, ზაალ ანჯაფარიძის სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრება დასრულდა. 
როგორც ზაალ ანჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასაურებაზე კითხვები უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადად მენეჯმენტს და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას.

„კითხვები ძირითადად ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენეტს, მისი ტელეკომუნიკაციის მომზადების პროცესს და ზოგადად პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას. დაისვა კითხვები როგორ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენებისგან და ჩემგან მიიღეს პასუხი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ასევე კითხვები ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ასევე შრომის პირობებს და თანამშრომლების მოტივაციას.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მოტივაციის სისტემა იმისთვის, რომ მოხდეს პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, შემცირდეს კადრების გადინება. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტმა უნდა გამოყოს გარკვეული თანხები, რომ კარგი თანამშრომლების წახალისება მოხდეს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები 3 კანდიდატს გაესაუბრებიან. ეს კანდიდატები არიან ზაალ ანჯაფარიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი.

თინათინ ბერძენიშვილთან გასაუბრება 13.00 საათზე დაიწყება, ხოლო ნათია კუპრაშვილთან - 15.00 საათზე.