არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

არსებული ინფორმაციით, აჭარის ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებებია. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თანამდებობები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა დატოვეს. ასევე არხის ცნობით, საკადრო ცვლილება შესაძლოა შეეხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს.

როგორც ტელეკომპანია განმარტავს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები 3 დღის წინ დატოვეს.