ბარაქ ობამა და რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ბარაქ ობამა და რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა. 

„ობამა მიესალმა თურქეთის ძალისხმევას რეგიონალურ მოთამაშეებთან მუშაობის კუთხით, რათა მიღწეული იქნას ზავი სირიაში, სირიის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების დაბრუნებისკენ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ჯოშ ერნესტის თქმით, „მხარეებმა აღნიშნეს პროგრესი საერთაშორისო კოალიციის ქმედებებში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ერაყში და სირიაში, ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის საჭიროა ღრმა თანამშრომლობის გაგრძელება “.