ძალები, რომლებიც სისხლიანი ტერორისტული აქტების უკან დგანან, ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ გახლიჩონ თურქული საზოგადოება.
„თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ყველა რელიგიების წარმომადგენლები კანონის დაცვის ქვეშ არიან“, - აღნიშნა ილდირიმმა.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ევფრატის ფარის“ ოპერაციაზე.
„133 დღის განმავლობაში სირიაში „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ არაბული აკრონიმი) 1270 ტერორისტია განადგურებული“, - თქვა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
„მხოლოდ თურქეთი ებრძვის ჭეშმარიტად ტერორისტებს, ხოლო სხვები მხოლოდ საუბრობენ. აშშ არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც სხვები. მხოლოდ ყბედობენ“, - დასძინა თურქეთის პრემიერმა