საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა.
მეორე ტურში გადასული კანდიდატები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ნინო ზაუტაშვილი 5 ხმით, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8 ხმით.
მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება. პირველი გასაუბრება დღეს, 11:00 საათზე ზაალ ანჯაფარიძესთან იქნება, 13:00 საათზე - თინათინ ბერძენიშვილთან, 15:00 საათზე - ნათია კუპრაშვილთან. 5 იანვარს, 13:00 საათზე გასაუბრება ნინო ზაუტაშვილთან და 11:00 საათზე ვასილ მაღლაფერიძესთან გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.