ემი კლობუჩარი:  მნიშვნელოვანია ქვეყანაში აქტიური ოპოზიციური პარტია არსებობდეს

ემი კლობუჩარი: მნიშვნელოვანია ქვეყანაში აქტიური ოპოზიციური პარტია არსებობდეს

შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აქტიური ოპოზიციური პარტია არსებობდეს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ემი კლობუჩარმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება დამოუკიდებელი მედიის როლსა და ფუნქციაზე, რაც ქვეყანაში დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

”დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ოპოზიციურ პარტიასთან. გუშინ შესანიშნავი შეხვედრა გავმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და დღეს ასევე პრეზიდენტს შევხვდებით. მე თვითონ ოპოზიციური პარტიიდან ვარ და დღეს ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აქტიური ოპოზიციური პარტია არსებობდეს. ზუსტად ამაშია განსხვავება ჩვენსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც რეალური დემოკრატია არ არის. მეორე საკითხი ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაა, ვინაიდან ეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საქართველოში ეს გაგრძელდეს”, - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა.