საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს, თავისი დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით - ამის შესახებ ლინდსი გრემმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც სენატორმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას უფრო ძლიერს გახდის. ამასთან, სენატორმა რეგიონში რუსეთის ფაქტორსა და გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება.
”უკან რომ დავბრუნდებით, ჩვენს კოლეგებს ვეტყვით, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რამდენიმე კვირაში რუსეთზე სანქციების გაფართოებაზე ვისაუბრებთ, რაც უკავშირდება აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიისას ჰაკერულ შეტევებს. რუსეთი მსოფლიოში დემოკრატიის დესტაბილიზაციის ფაქტორია.
რაც შეეხება საქართველოს ოპოზიციურ პარტიას, ის დიდი ხანია ცნობილია, რომ ერთგულია დასავლური ინტეგრაციისადმი. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს, თავისი დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით. ჩვენ ამ ურთიერთობებს უფრო ძლიერს გავხდით. ჩვენს გვსურს უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ საქართველოს”, - განაცხადა ლინდსი გრემმა.