ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნეს, რომელიც
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.
გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.