ადამიანები ვინც დღეს იყვნენ ჩამოსულები, არიან ამერიკის წამყვანი ფიგურები. ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ ამერიკის პოლიტიკაში და მათგან მიღებული გარანტიები არის მკაფიო და კარგი სიგნალი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაღრმავდება, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ბევრი რამის დაწყება ჩვენს ურთიერთობაში პრაქტიკულად თავიდან ხდება.
”მნიშვნელოვანია ამ მომენტში ასეთი რანგის პოლიტიკოსების ჩამოსვლა და მოსმენა, რომ გრძელდება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა, რომ გრძელდება ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ნატოში გაწევრიანების მიმართ. ამასთან, ცალკე შეხვედრა ოპოზიციასთან არის მკაფიო სიგნალი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული შიდა დემოკრატია მათთვის. ამ ყველაფის მოსმენა ამ მომენტში, როდესაც არსებობს გაურკვევლობა, თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ადამიანები, ვინც დღეს იყვნენ ჩამოსულები, არიან წამყვანი ფიგურები ამერიკის, ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ ამერიკის პოლიტიკაში და მათგან მიღებული გარანტიები არის მკაფიო და კარგი სიგნალი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაღრმავდება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ემი კლობუჩარი და ლინდსი გრემი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და სერგი კაპანაძეს შეხვდნენ.