ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრმა, სენატორმა ლინდსი გრემმა თბილისის ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. „მე გახლავართ სენატორი გრემი სამხრეთ კაროლინადან, სადაც ძალიან თბილა. მე და ინოვაცია სრულიად შეუთავსებლები ვართ, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება - ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს“, - აღნიშნა სენატორმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. „ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მე სენატორ მაკკეინთან ერთად წინათაც ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში - ის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით კონგრესის ჩემპიონია. ისინი, ვინც თავისუფლებას აფასებენ, აფასებენ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს!", - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრაჰამმა ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი გუშინ თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.