ჯონ მაკკეინი - უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

ჯონ მაკკეინი - უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაკკეინი დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა.
ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ-ს კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება. 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.