ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ. ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.
ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.
გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი 143 „მან”-ის ავტობუსით განახლდება.
მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი , თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი.
თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს!