უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებლებს ახალი წელი მიულოცეს

უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებლებს ახალი წელი მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - მამუკა მდინარაძემ, კახა კუჭავამ, ნინო გოგუაძემ, ბექა ოდიშარიამ და ისკო დასენმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფლებში - ფლავისმანსა და ქვეშში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატებმა ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრები გადასცეს.

მათივე განმარტებით, ისინი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასაც გაეცნენ.