ვიცეპრემიერის კახი კალაძის აზრით, ქვეყნის ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა განათლების სისტემაზე დგას.
ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის „განათლება არის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ზოგადად, განათლების სისტემაზე დგას სახელმწიფოს ძლიერება. რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“.
„ჩვენ წლების წინ ვისმენდით, რომ რაც უფრო გაუნათლებელია საზოგადოება, მით უფრო ადვილია ამ ადამიანების მართვა. მე ამას აბსოლუტურად ვემიჯნები და ჩვენ წარსულს ვაბარებთ ასეთ მიდგომებს და ვინც ამ სტერეოტიპებს ქმნიდა, იმათაც წარსულს ვაბარებთ. ჩვენ უფრო მეტი განათლებული ადამიანი გვჭირდება, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მომავალი თაობებისთვის. თუ განათლებული ადამიანები არ გვეყოლება, წარმოუდგენელია საუბარი ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეუორნეობაზე, ენერგეტიკაზე“, – განაცხადა კახი კალაძემ.