ვიცე-პრემიერის მოსაზრებით, კოალიციის დაშლა ეს ერთის მხრივ იყო პატივისცემა ამომრჩევლის, ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, რითაც მათ არჩევანის საკუთარი გემოვნების მიხედვით გაკეთების საშუალება მიეცათ.
როგორც ვიცემრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, „რადგან ხშირი იყო ასეთი ფრაზები, რომ აი მე იმ პარტიას მივეცი ხმა კოალიციაში, მეორე პარტის ხათრით და ასე შემდეგ. კოალიცის დაშლის საშუალებით ჩვენ მივეცით მოსახლეობას საშუალება, თავიანთი გემოვნებით გაეკეთებინათ არჩევანი“.
„ჩვენ ვისმენდით ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერისაგან იმ პარტიების, რომლებიც კოალიციაში შედიოდნენ, რომ ჩვენი პარტია ასეთია, ჩვენი პარტია ისეთია, – ყველაფერი ჩადგა კალაპოტში. საქართველოს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა ყველა პარტიას. მივიღეთ ის სურათი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნება“, აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „ის რომ ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად მოსუფთავებული პოლიტიკური ველი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი სახეები გამოჩნდნენ პოლიტიკაში და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, ვინაიდან რაც უფრო მეტი ახალგაზრდა, პარტრიოტულად გამსჭვალული ადამიანი იქნება პოლიტიკაში ჩართული, პირადად ჩემგან ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შეფასებები და დღეს მართლაც არის შესაძლებლობა გამოჩნდნენ ახალი პარტიები, ახალი ლიდერებით და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას“