ქალაქის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი გულია გოცირიძე თავის სამაჟორიტარო ოლქში, გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში, სოციალურად დაუცველ 40 ოჯახს ეწვია, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. მათი პრობლემები მოისმინა და კანონის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.