გუშინ 62 წლის ასაკში, ცნობილი ჯგუფი “Be Gees”-ის ვოკალისტი რობინ გიბი გარდაიცვალა. გასულ წელს ექიმებმა მუსიკოსს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რობინ გიბმა მკურნალობა დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში თავი უკეთ იგრძნო. სამწუხაროდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა და მუსიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს რობინ გიბმა, ძმებთან მორისთან და ბარისთან ერთად ჯგუფი “Be Gees” ჩამოაყალიბა. 2003 წელს მოულოდნელად მორის გიბი გარდაიცვალა. ჯგუფმა დროებითი შემოქმედებითი შვებულება აიღო, მაგრამ 2009 წელს რობინმა და ბარიმ “Be Gees”-ის ხელახლა აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
|