თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიიდან პერვინ ბულდანი თურქეთის პოლიციის მიერ დაკავებულია, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

„თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩვენი დეპუტატი სტამბოლიდან პერვინ ბულდანი დღეს, დილით, საკუთარ სახლში სტამბოლში უკანონოდ დააკავეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ინფორმაცია დაკავების მიზეზებზე არ არის დაკონკრეტებული.