მეეზოვეები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მეტროს კონტროლიორები, დასუფთავების მანქანის და ავტობუსის მძღოლები მე-13 ხელფასს მიიღებენ

მეეზოვეები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მეტროს კონტროლიორები, დასუფთავების მანქანის და ავტობუსის მძღოლები მე-13 ხელფასს მიიღებენ

თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ, - ამის შესახებ დღეს, თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები და მათ ნაცვლად მეცამეტე ხელფასს მიიღებს მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები. 

ჯაბა სამუშიას თქმით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისასთვის გაიცემა. 

ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს ადამიანები საჭიროებენ წახალისებას. მან საუბრისას ვერ დააკონკრეტა რა რაოდენობის პირი მიიღებს მე-13 ხელფასს. განაცხადა, რომ ამ პირთა რაიოდენობის დათვლა მოხდება.