ბორჯომში ქალი ხიდიდან მტკვარში გადახტა

ბორჯომში ქალი ხიდიდან მტკვარში გადახტა

ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გამოძიება სისხლის „სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“ მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.