ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, მის უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი საკადრო რესურსს არ შეეხება.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 10%-იანი შემცირება ადმინისტრაციული და ტექნიკური ხარჯების შემცირების მიმართულებით განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 3 100 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მოხდა დაფინანსების 300 000 ლარით შემცირება და უწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარით დაფინანსდება.
”რა თქმა უნდა, 10%-იანი შემცირება ჩვენს სამინისტროშიც მოხდება, მაგრამ მადლობა ღმერთს, აუცილებელი არ არის ეს საკადრო რესურსს და იმ პროფესიონალთა გუნდს შეეხოს, რომელიც უწყებაში მუშაობს. ქამრების შემოჭერა ჩვენც გვეხება და ქამარს ისეთ საკითხებში შემოვიჭერთ, როგორიცაა ადმინისტრაციული და ტექნიკური ხარჯების შემცირება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.