ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელისუფლებო არხზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს. ბრძოლა ქალაქისა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტირიებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვეყნის ძალებმა რუსულ ავიაციასთან ერთად ამბოხებულების განდევნა მოახერხეს. ტერიტორიებიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობაც.
სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, დაიღუპა 400 000 -ზე მეტი ადამიანი, თითქმის 5 მილიონმა მოქალაქემ ქვეყანა იძულებით დატოვა.