ენერგეტიკის მინისტრი

ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომ-ექსპორტისა" და "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანიაგაზპრომ-ექსპორტთანდა კომპანიაინტერ-რაოსხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს 23 დეკემბერს.

კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.