22 დეკემბერს 21:00 საათისთვის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ძველი ინფორმაცია რომ ხვალ, 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თხოვს მომხმარებლებს არ აყვნენ პროვოკაციას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gwp.ge და ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.