საპროკურორო საბჭოს წევრებმა საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის ორგანოებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საპროკურორო საბჭოს 28 ნოემბრის სხდომაზე მთავარი პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საბჭოს წევრებს სახალხო დამცველის საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიწვევა შესთავაზა, რათა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროცესების შესახებ ომბუდსმენს საბჭოს წევრებისთვის საკუთარი ხედვები, შეფასებები და მოსაზრებები გაეცნო.