ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არხის დაღრმავებითი სამუშაოები გრძელდება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არხის დაღრმავებითი სამუშაოები გრძელდება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არხის დაღრმავებითი სამუშაოები გრძელდება. არხში სათანადო წყლის სიღრმის მისაღწევად სამუშაოებს მიწახაპია გემი ,,ასტრა“ და ,,ნიკო ნიკოლაძე“ ახორციელებენ.

პორტის მენეჯმენტმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, არხი 2017 წლის 26 იანვარს 10.5 მეტრი გახდება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გემების შეზღუდული მოძრაობა დეკემბრის დასაწყისში განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა განაპირობა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნავსადგურის საკუთრებაში არსებული მიწახაპია გემი თავიდანვე ჩაერთო დაღრმავებით სამუშაოებში. გარდა ამისა არსებული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ნავსადგურმა გააფორმა კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან დამატებითი მიწახაპია გემის შემოყვანასთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ვრჩებით უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში ნავსადგურის კაპიტანთან, სააგენტოს და გადამზიდავ კომპანიებთან, რათა ვუზრუნველყოთ სიღრმისა და გემების მოძრაობის შესახებ უახლესი ინფორმაციის გაზიარება“, - აცხადებენ ნავსადგურის ადმინისტრაციაში.